ბრიტანული მოდელი ესპანეთში
ლა ლიგაში დიდი ცვლილებები იგეგმება
ესპანური კლუბებს ვალენსიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც LFP-ს (პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა) ინიციატივით გაიმართა, შესთავაზეს, რომ მატჩები შობის დღეებშიც ჩატარდეს. LFP-ს ინიციატივის მიხედვით, მატჩები იმ განრიგით ჩატარდება, როგორც ინგლისის პრემიერ ლიგაში (ანუ გუნდებს საშობაო შესვენება არ ექნებათ). კლუბის პრეზიდენტები ფიქრობენ, რომ ამ ინიციატივის შემდეგ ისედაც დატვირთული საფეხბურთო კალენდარი, კიდევ უფრო გადაიტვირთება, რაც ცუდ ზეგავლენას მოახდენს თავად ფეხბურთელებზე, მითუმეტეს შემდეგ სეზონში, როცა ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს.
შობის დღეებში მატჩების ჩატარების წინააღმდეგ გამოდის ასევე ფეხბურთელთა პროფკავშირული გაერთიანება, რომელსაც ამაზე საუბრის დაწყებაც კი არ სურს.
კლუბებს ასევე შესთავაზეს RFEF (ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაცია) იდეა კოპა დელ რეისთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ერთმატჩიან შეხვედრებს ისე, როგორც ეს ინგლისშია მიღებული და არა ორრაუნდიან დაპირისპირებებს, როგორც ამჟამადაა. ამ ინიციატივის კატეგორიული წინააღმდეგია "სევილია".
წყარო: MARCA.com
- 20 ივნისი 2015
- 7 356
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.