კასილასის დე ხეათი ჩანაცვლება "რეალს" 125 მილიონი დაუჯდება
მადრიდის "რეალის" კარის დარაჯის ვინაობა შემდეგი სეზონისთვის კვლავ უცნობია.
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ორი უმაღლდესი დონის კიპერი ჰყავს. დე ხეაც და იკერ კასილასიც "ფურია როხას" გულშემატკვირებისთვის უსაყვარლესნი არიან. სავსებით შესაძლებელია ახალგაზრდა დავიდი სულ მალე მადრიდის "რეალის" მაისურით ვიხილოთ, რაც შეეხება იკერს მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია.
დე ხეას გადმობირება სამეფო კლუბს საკმაოდ დიდი თანხები დაუჯდება. სატრანსფერო გარიგება დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ "ბლანკოსი" დავიდს ყოველწლიურად 14 მილიონს ჰპირდება და მასთან ხუთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, საბოლოო ჯამში გამოვა, რომ დე ხეას ტრანსფერი "თეთრებს" 100 მილიონი დაუჯდება (30 მილიონი ტრანსფერი და 70 მილიონი ხუთი წლის ხელფასი).
რაც შეეხება იკერი კასილასის გაშვებას, ამ შემთხვევაში მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას გუნდის კაპიტნისთვის კონტრაქტის შეჩერება მოუწევს, რომლის საფასურიც 25 მილიონი იქნება. ერთი სიტყვით, კასილასის დე ხეათი ჩანაცვლება "თეთრებისთვის" 125 მილიონი ევრო ეღირება.
Defensacentral.com
- 20 ივნისი 2015
- 5 436
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.