„ლივერპული“ ილიარას მიუახლოვდა
ინფორმაციის წყაროს ცნობით, მადრიდის "რეალმა" და "ლივერპულმა" შეთანხმებას მიაღწიეს.
ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის სამეფო კლუბს ასიერ ილარამენდის სანაცვლოს 21 მილიონი ევრო გადაუხადოს. "წითელბი" თვლიან, რომ ბასკი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის სათამაშო სქემას იდეალურად მოერგება და იგი კლუბის ხერხემალი გახდება.
ილარას მადრიდის "რეალში" ნდობას არ უცხადებდნენ. ლივერპულელები კი პირობას დებენ, რომ მას მუდმივი სათამაშო დრო ექნება და თავისი შესაძლებლობების გამოვლენას უფრო მარტივად შეძლებს. აღსანიშნავია, რომ "ლივერპულში" ბასკი ნახევარმცველები ძალიან უყვართ, რადგან წლების განმავლობაში მათ გუნდში ჰყავდათ ჩაბი ალონსო, რომელსაც დღემდე უდიდეს პატივს სცემენ. ახლონსოს და ილარამენდის კი ერთმანეთს ძალიან ამსგავსებენ.
Goal.com
- 20 ივნისი 2015
- 1 940
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.