შვიდი ტრავმირებული სეზონის სამზადისამდე

მადრიდის "რეალში" ტრავმების ეპიდემია გრძელდება.

რაფა ბენიტესის შეგირდები ჯერ წინასასეზონო მზადებაზე არ ფიქრობენ, თუმცა სამწუხაროდ გუნდის შვიდი ფეხბურთელი ტრავმირებულია. ბენზემას, დანილოს, მოდრიჩს, მარსელოს და პეპეს უკვე გარკვეული პერიოდია დაზიანებები აღენიშნებათ და მკურნალობენ. მათ რიცხვს შეუერთდნენ ფაბიო კოენტრაო და კეილორ ნავასიც.

გუნდში ფიზიკური მომზადების პრობლემებია. ფეხბურთელები სუსტად გამოიყურებიან. ისინი სარეაბილიტაციო კურსს გადიან და ცდილობენ რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდნენ, რათა საზაფხულო ტურის დროს, ამხანაგურ შეხვედრებში ახალი მწვრთნელის მითითებები შეასრულონ. ტრავმირებული "თეთრები" ამ ეტაპზე სპორტულ დარბაზში ირჯებიან. კეილორ ნავასი და კოენტრაო ჯერ-ჯერობით მხოლოდ მედიკოსების იმედზე არიან.

ბენზემამ სეზონი ფიზიკური დაზიანებებით დაასრულა. მან დისკომფორტი სანაკრებო შეხვედრების დროს მიიღო და მას შემდეგ ვერ მოახერხა კონდიციების აღდგენა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ მოდრიჩზე და პეპეზე. განსაკუთრებით მძიმე სეზონი გამოდგა ხორვატი ნახევარმცველისთვის, რომელმაც სეზონის დიდი ნაწილი გააცდინა.

ბრაზილიელ ფლანგელებს, მარსელოს და დანილოს კოპა ამერიკის წინ არ გაუმართლათ. ისინი სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებით ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარებიან. სამეფო კლუბის გულშემატკივრები იმედს გამოთქვამენ, რომ წინასასეზონო მზადებისთვის მადრიდის "რეალის" უკლებლივ ყველა ფეხბურთელი გამოჯანმრთელდება.

Marca.com

  • Junior
  • 19 ივნისი 2015
  • 5 092
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)