"პრეზიდენტო გვიყიდე პოგბა"!
მადრიდში პოლ პოგბას ელიან.
ზინედინ ზიდანის შვილმა, რომელიც ამჟამად "კასტილიას" რიგებში ირიცხება, ენცო ზიდანმა სიმპატიები გამოხატა პოგბას მიმართ: - "იგი ფანტასტიურია. მასში ის მომწონს, რომ ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და ბოლომდე ცდილობს თავისი შესაძლებლობების რეალიზებას. პოგბას პროფესიონალიზმზე ისიც მეტყველებს, რომ მისით ისეთი დიდი კლუბია დაინტერესებული, როგორიც მადრიდის "რეალია". იმედი მაქვს პოლი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს."
მართლაც, პოგბას მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ოფიციალურ განცხადებას, სადაც ამოიკითხავენ, რომ მადრიდის "რეალმა" და ტურინის "იუვენტუსმა" მოლაპარაკება დაასრულეს და ფრანგი ნახევარმცველი "ბლანკოსის" ღირსებას დაიცავს.
ყველამ შესანიშნავად იცის, რომ ამ გარიგების განხორციელება ურთულესი იქნება, თუმცა პერესი ვალდებულია გულშემატკივრების და ახალი მწვრთნელის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. გასულ სეზონში მას ხამეს როდრიგესის ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდა. წელს კი პოგბას სანაცვლოდ მზად არის დაახლოებით 90 მილიონი გაიღოს სამეფო კლუბის ბიუჯეტიდან.
Marca.com
- 18 ივნისი 2015
- 6 591
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.