რონალდო და მესი - ბრძოლა გრძელდება
კრიშტიანო რონალდო და ლეო მესი ერთმანეთს კვლავ ეჯიბრებიან.
პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის სეზონი დასრულებულია, ხოლო არგენტინის ნაკრების კაპიტანს შანსი აქვს სეზონის საუკეთესო ბომბარდირის წოდება წაართვას კრიშტიანოს. რონალდომ თავისი სეზონი სომხეთის კარში გატანილი სამი ბურთით დაასრულა. საბოლოოდ მის ანგარიშზე თავი 66 გოლმა მოიყარა (60 მატჩში). საშუალოდ ერთ შეხვედრაში CR7-მა 1.1 ბურთის შეგდება მოახერხა უკვე დასრულებულ სეზონში.
რაც შეეხება მესის, მის ანგარიშზე ამ ეტაპისთვის 62 გოლია 62 დაპირისპირებაში. რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინელი სუპერ ვარსკვლავი ერთ შეხვედრაში ერთი გოლის გატანას ახერხებს. რონალდოსგან გასხვავებით ლეოს შანსი აქვს კიდევ გამოიჩინოს თავი და სეზონი ბრწყინვალე მაჩვენებლით დაასრულოს. ამ ყველაფრის საშუალებას კი კოპა ამერიკა იძლევა.
Marca.com
- 16 ივნისი 2015
- 10 625
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.