ბენიტესის ბიჭები
რაფაელ ბენიტესი სასტარტო შემადგენლობის მონახაზს აკეთებს.
ესპანელი დამრიგებლის განკარგულებაში უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელია. გუნდის მოთამაშეების საშუალო ასაკი 26.7 წელს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ დე ხეა მადრიდის "რეალში" გადმოვა, ხოლო იკერ კასილასი კლუბს დატოვებს, აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი 25.8 წლამდე შემცირდება.
ამჟამად სამეფო კლუბის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები იკერ კასილასი და კრიშტიანო რონალდო არიან, რომელთა ასაკი 30 წელს აღემატება.
თუ მადრიდის "რეალს" და "ბარსელონას" ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ კატალონიური კლუბის სასტარტო თერთმეტეული მადრიდელებზე ორი წლით ასაკოვანია. "ბარსას" ძირითადი შემადგენლობის საშუალო ასაკი 28.3, ხოლო რეალის, როგორც მოგახსენეთ 26.7.
სამეფო კლუბში ირიცხებია არაერთი მოთამაშე, რომელთა ასაკი 23 წელს არ აღემატება. ესენი არიან: დანილო, ასენსიო და ოდეგარი. ასევე თეთრების შემადგენლობაში არის ლუკას სილვა (21 წელი) და შედარებით ასაკოვანი ტონი კროოსი (25 წელი) და ხამეს როდრიგესი (23 წელი). როგორც ხედავთ მადრიდელთა ნახევარდაცვა საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება.
Marca.com
- 16 ივნისი 2015
- 9 529
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.