ნავასმა სერიოზული ტრავმა მიიღო
კეილორ ნავასმა შესაძლოა წინასასეზონო მზადებამდე ვერ მოახერხოს გამოჯანმრთელება.
კოსტა რიკას მეკარემ საკმაოდ მძიმე დაზიანება მიიღო ერთ-ერთ მატჩში და დიდი ალბათობით, მის ტრავმას სერიოზული მკურნალობა დასჭირდება. ამის თაობაზე კოსტა რიკელმა მედიკოსებმა მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას შეატყობინეს.
სამეფო კლუბის ექიმები დაწვრილებით გამოიკვლევენ ნავასის ტრავმას და ეცდებიან რაც შეიძლება მალე აღმოუჩინონ მას დახმარება. შეგახსენებთ, რომ კეილორმა დაზიანება მარჯვენა ფეხზე მიიღო.
As.com
- 16 ივნისი 2015
- 4 619
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.