რატომ აცვია კასილასს მომდევნო სეზონის ფორმა?
მადრიდის "რეალმა" უკვე ოფიციალურად წარადგინა 2015/16 წლების სეზონის მაისური.
ფოტოსესიაზე იკერ კასილასი ლიდერის როლში გამოვიდა და ახალი მაისურით თანაგუნდელებთან ერთად გადაიღო სურათი. საკითხავია ეს ფაქტი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კაპიტანი სამეფო კლუბში დარჩება, თუ ეს მხოლოდ მარკეტინგული სვლაა, რომელიც მეტი მაისურის გაყიდვას გულისხმობს?
ადიდასმა ასეთი ქმედება შარშანაც დააფიქსირა, როდესაც "ბლანკოსის" წინასასეზონო პოფოკოლაჟში გამოაქვეყნა ხაბი ალონსოს სურათი, რომელმაც ერთ კვირაში კლუბი დატოვა. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ იგივე სცენარით განვითარდება მოვლენები იკერის შემთხვევაშიც.
Marca.com
- 16 ივნისი 2015
- 4 944
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.