ვენგერი კუნ აგუეროს „რეალში“ გადასვლაზე ოცნებობს
El Confidencial-ის ინფორმაციით, ლონდონის „არსენალის“ დამრიგებელი, არსენ ვენგერი ოცნებობს, რომ მანჩესტერ „სიტიმ“ და მადრიდის „რეალმა“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულონ და სერხიო აგუერომ „ბლანკოსის“ მაისური მოირგოს...
იმ შემთხვევაში თუ აგუერო „ბლანკოსში“ გადავა, კარიმ ბენზემას შანსები კიდევ უფრო შემცირდება, ვინაიდან რაფაელ ბენიტესს კრიშტიანო რონალდუს ცენტრ-ფორვარდად გადაყვანაზე აქვს აქცენტი გაკეთებული. იმ შემთხვევაში თუ სერგიო მადრიდელი გახდება, ბენზემას სწორედ კუნთან და რონალდუსთან მოუწევს ჭიდილი, რაც მართლაც ურთულესი საქმე იქნება.
„რეალს“ აგუერო კიდევ ერთი მიზეზის გამო მოსწონს, რომელიც მის უნივერსალობაში მდგომარეობს. არგენტინელ შემტევს ფლანგზეც შესანიშნავად შეუძლია თამაში.
არსენ ვენგერს კი კარიმის დამატება სურს, ვინაიდან თვლის, რომ ფრანგი ფორვარდი პრემიერლიგაში კიდევ უფრო გაიხსნება და საუკეთესო ბობმარდირობას შეძლებს.
- 16 ივნისი 2015
- 5 238
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.