ვალდანო:„რონალდუსთვის პოზიციის შეცვლა იდეალური იქნება“
მადრიდის „რეალის“ ყოფილი გენ.დირექტორის, ხორხე ვალდანოს განცხადებით, კრიშტიანო რონალდუსთვის პოზიციის შეცვლა იდეალური ვარიანტია...
„რონალდუ 31-ე წელიწადშია, აქედან გამომდინარე მისი ფლანგზე გარჯა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, პორტუგალიელი ფეხბურთელი ტიპიური „9“ ნომერი უნდა გახდეს, ამ შემთხვევაში პროდუქტიულობას შეინარჩუნებს და გოლების გატანას გააგრძელებს.“
„საინტერესოა როგორი ფორმაციის „ბლანკოსს“ ვიხილავთ რაფა ბენიტესის ხელში. იმ შემთხვევაში, თუ რონიმ ბენზემას ადგილზე გადაინაცვლა, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება.“
- 16 ივნისი 2015
- 4 306
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.