კასილასი სატრანსფერო ბაზარზე გამოჩნდა
მადრიდის "რეალმა" იკერ კასილასი სატრანსფერო ბაზარზე დააყენა.
სხვადასხვა კლუბებისთვის უკვე შესაძლებელია იკერ კასილასთან ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყოს, რადგან მისი მადრიდის "რეალიდან" გაშვება უკვე გადაწყვეტილია. ეს ყველაფერი კი იმან განაპირობა, რომ სამეფო კლუბმა უკვე თითქმის მიაღწია შეთანხმებას დავიდ დე ხეასთან.
მანჩესტერ "იუნაიტედის" კარს დე ხეას ნაცვლად უგო ლორის დაიცავს, რომელიც ამჟამად "ტოტენჰემის" საკუთრებაა. დიდი ალბათობით კასილასი, სწორედ ლონდონის "ტოტენჰემში" გააგრძელებს კარიერას.
Goal.com
- 14 ივნისი 2015
- 6 639
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.