„ინტერი“ კოენტრაუს სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს იხდის
იტალიურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობას ფაბიო კოენტრაუს შეძენა სურს...
ის, რომ პორტუგალიელი განაპირა მცველი ესპანეთის დედაქალაქს დატოვებს, უკვე გადაწყვეტილია. მეტიც, რაფაელ ბენიტესი ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობას უკვე შეუდგა.
რაც შეეხება მსურველებს. კოენტრაუზე პრეტენზიას რამდენიმე კლუბი აცხადებს, დღეს გავრცელებული ჭორების მიხედვით, კი მილანის „ინტერი“ მზად არის ფლორენტინო პერესს 14 მილიონიანი შეთავაზება გაუკეთოს, თავად ფეხბურთელს კი 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
სახელფასო პირობები ჯერ-ჯერობით უცნობია, ასევე უცნობია თავად ფაბიოს პოზიცია იტალიის სერია „ა“-სთან დაკავშირებით.
- 13 ივნისი 2015
- 1 854
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.