ფლორენტინო პერესი წარუმატებელ სეზონს კასილიასს და ანჩელოტის აბრალებს

El Confidencial-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი შარშანდელ წარუმატებლობას კარლო ანჩელოტის და სამეფო კლუბის კაპიტანს, იკერ კასილიასს აბრალებს...

პრეზიდენტის აზრით, კარლომ გუნდი გადაღალა და არასწორი ტაქტიკური სვლები განახორციელა. თუმცა ფლორენტინო ავიწყდება, რომ მთელი სეზონის მანძილზე კარლიტოს რესურსი ძალიან მცირე იყო, ვინაიდან ნახევარი გუნდი ტრავმას იშუშებდა, თუმცა მათგან ყველაზე მეტად აღსანიშნავი ლუკა მოდრიჩის არაერთი დაზიანება გახლდათ, ხორვატის გარეშე „ბლანკოსი“ თავის თავს არ ჰგავდა.

ამასთან ერთად პერესი თვლის, რომ იკერ კასილიასი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა და ბევრი ისეთი გოლი გაუშვა, რომელიც არ ეპატიებოდა.

როგორც სჩანს, პერესს იკერის გუნდიდან გაშვება გადაწყვეტილი აქვს, სწორედ ამიტომ იბრძვის გამალებით დავიდ დე ხეასთვის და სწორედ ამიტომ განიხილავს ალტერნატიულ ვარიანტად ტიბო კურტუას.

  • Hala
  • 13 ივნისი 2015
  • 4 168
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)