კაკა: ესპანეთის არ გვეშინია!

კაკამ ისაუბრა მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

გთავაზობთ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის, რიკარდო კაკას განცხადებას: "მე არ მეშინია ესპანეთის ნაკრების, თუმცა ამ ნაკრებს უდიდეს პატივს ვცემ, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ რომელი ნაკრებია უფრო ძლიერი, ესპანეთი თუ ბრაზილია? მიმაჩნია, რომ ეს ნათლად გამოჩნდება სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე."

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ჩვენც და ესპანეთის ნაკრებიც ჯგუფურ ეტაპს უმაღლეს საფეხურზე დავასრულებთ, ამით თავიდან ავიცილებთ ნაადრევად ისეთ სერიოზულ მეტოქესთან თამაშს, როგორიც ესპანეთის ნაკრებია. ესპანელები მართლაც რომ სწრაფ და სრულყოფილ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ბრაზილიას ჰყავს საკმაოდ ძლიერი და კარგი გუნდი."

ბოლოს კაკამ დაასახელა ზაფხულში გასამართი, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების უმთავრესი პრეტენდენტები: "ბრაზილია, ესპანეთი, პორტუგალია, ინგლისი, იტალია, საფრანგეთი და არგენტინა."

ინფორმაციის წყარო: GOAL.COM
სტატიის ავტორი: GOGSA

  • GOGSA
  • 7 იანვარი 2010
  • 1 665
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)