ისკოს მორიგი სეზონი სათადარიგოთა სკამზე
ისკო რაფა ბენიტესის გეგმებში არ შედის.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, კვლავ თავიდან მოუწევს თავისი შესაძლებლობების დამტკიცება. ბენიტესმა 4-2-3-1 სათამაშო სქემა შეიმუშავა, სადაც ისკოს როლი გათვალისწინებული არ არის და იგი მატჩებში მხოლოდ შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ ითამაშებს.
ახალგაზრდა გამთამაშებელმა გასულ სეზონში კარლო ანჩელოტის დაუმტკიცა, რომ იგი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და ერთი პერიოდი მან ხამეს როდრიგესის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდებაც მოახერხა. იმ შემთხვევაში, თუ ბენიტესი მას ნდობას არ გამოუცხადებს, ისკო მადრიდის "რეალს" დატოვებს და თავის საუკეთესო მეგობართან, ალვარო მორატასთან ერთად დაიცავს ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ისკოს შეძენით დაინტერესებული არის მანჩესტერ "სიტი".
Bernabeudigital.com
- 12 ივნისი 2015
- 4 247
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.