London Evening News:„ჩელსიმ კურტუა 100 მილიონად შეაფასა“
ინგლისურ პრესაზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ ლონდონის „ჩელსის“ ტიბო კურტუასთან დაკავშირეიბთ მიმართა...
London Evening News-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო ტიბოს გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ „რეალი“ 100 მილიონ ევროს გადაიხდის, რომან აბრამოვიჩი წინადადებას დათანხმდება.
ბელგიელ მეკარესთან დაკავშირებით ჭორები არაერთხელ გავრცელდა, თუმცა მიმდინარე კვირაში, იმ ფონზე, რომ დავიდ დე ხეასთნა დაკავშირებით ახალი არაფერი ისმის, ინტერესი გაღვივდა.
ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ „ბლანკოსის“ პრეზიდენტი ამხელა თანხას არ გადაიხდის, თუმცა ზოგიერი ექსპერტი ფიქრობს, რომ ტიბო დე ხეაზე უკეთესი შენაძენი იქნება და „მერენგებს“ კიპერის პრობლემა მინიმუმ 10-12 წლით მოეხსნებათ.
- 12 ივნისი 2015
- 2 156
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.