კეილორი:„თანაგუნდელების წინააღმდეგ მომიწევს თამაში“
მოგეხსენებათ, ესპანეთისა და კოსტა-რიკის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან...
წყალი არ გაუვა იმ ფაქტს, რომ კოსტა-რიკელთა კარს კეილორ ნავასი დაიცავს, ვისენტე დელ ბოსკეს კი ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება კარი კასილიასს ჩააბაროს თუ დავიდ დე ხეას.
ერთი რამ ფაქტია, ერთმანეთს შესაძლოა, „რეალის“ კიპერები დაუპირისპირდნენ.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავიდ დე ხეას ტრანსფერს „ბლანკოსი“ სულ მალე გააოფიციალურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს ყველა ვარიანტში „მერენგების“ კარის დარაჯები დაუპირისპირდებიან.
სასტარტო შემადგენლობაში ელიან დანიელ კარვახალსაც.
კეილორი:„თანაგუნდელებთან დაპირისპირება მომიწევს, ამ შეხვედრიდან დიდი გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ბოსკეს გუნდის დამარცხებას ვეცდებით.“
- 11 ივნისი 2015
- 2 549
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.