ბენიტესმა კასილიასს მწვანე აუნთო
El Mundo-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა სამეფო კლუბის კაპიტანს, იკერ კასილიასს მწვანე აუნთო...
რაფა გუნდის ლეგენდას შეელევა, ის მზად არის იკერის ნაცვლად ახალი კიპერის ძიება დაიწყოს, რომელიც მომდევნო სეზონში „ბლანკოსის“ ღირსებას დაიცავს.
კასილიასის დამატებაზე არაერთი კლუბი აცხადებს პრეტენზიას, მათ შორის არის „არსენალი“, „რომა“ და „ინტერი“, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, იკერს „რეალის“ წინააღმდეგ თამაში არ სურს და სწორედ ამიტომ შესაძლოა, ევროპულ ფეხბურთს დაემშვიდობოს და პროფესიონალური კარიერა აშშ-ში განაგრძოს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ იკერის წასვლა წინ მართლაც აღარაფერი უდგას.
- 10 ივნისი 2015
- 3 661
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.