ხედირა: "მადრიდული კარიერა ემოციური იყო"

სამი ხედირა მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებს ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა.

"სიმართლე რომ გითხრათ, ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა. მადრიდული კარიერა ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ესპანეთის დედაქალაქი ძალიან შემიყვარდა და გულშემატკივრების დამსახურებაა."

"მადრიდის "რეალში" გატარებული წლების მანძილზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვდებდი მინდორზე. გამიხარდება თუ ფანები წლების შემდეგ ჩემზე იტყვიან, რომ მე ერთერთი მათგანი ვარ. სამეფო კლუბი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება, რადგან მე მადრიდისტა ვარ."

"როდესაც მძიმე ტრავმა მივიღე არ ვიცოდი რა მოხდებოდა ჩემს კარიერაში. მინდოდა ფეხზე დავმდგარიყავი და კვლავ მეთამაშა ჩემი საყვარელი გუნდის მაისურით. წელიწად ნახევრის შემდეგ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა და მივიღე კიდეც."

"რაც შეეხება ტურინის "იუვენტუსს", მე ეს კლუბი იმიტომ ავირჩიე, რომ "ბებერი ქალბატონი" ევროპის ერთ-ერთი გრანდია. "იუვეს" დიდი სახელი აქვს და დარწმუნებული ვარ ამ კლუბის დახმარებას შევძლებ."

Goal.com

  • Junior
  • 10 ივნისი 2015
  • 3 498
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)