ძამბროტა:„„რეალის“ პრეზიდენტი არაერთხელ ინანებს ანჩელოტის გაშვებას“
ჯანლუკა ძამბროტას განცხადებით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი არაერთხელ ინანებს გუნდიდან კარლო ანჩელოტის გაშვებას...
„დედაქალაქელებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს. არცერთი კლუბი ისე არ იქცევა, როგორც მადრიდის „რეალი“. ეს არის ნამდვილად დამანგრეველი პოლიტიკა.“
„ანჩელოტი - მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა თასის აღმართვა შეძლო და მადრიდისტებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გემო გაახსენა, არაფრად ჩააგდეს და ერთი უტიტულო სეზონის გამო გაუშვეს, თანაც იმ ფონზე, როდესაც „ბლანკოსის“ შემადგენლობაში პრობლემები იყო.“
„კატალონიის „ბარსელონა“? იქაც დიდი მოთხოვნებია, მაგრამ ხელმძღვანელობა მიზანმიმართულ პოლიტიკას ახორციელებს და არა ქაოსურს.“
- 10 ივნისი 2015
- 3 086
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.