დელ ბოსკე:„პიკეს საქციელს არ შევაფასებ“
ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ვისენტე დელ ბოსკემ ხერარდ პიკეს საქციელზე, იკერ კასილიასსა და რაფა ბენიტესზე ისაუბრა...
„ხერარდ პიკე? ის ჩემი ნაკრების ფეხბურთელი გახლავთ. არ მაინტერესებს რა ხდება საკლუბო დონეზე, ჩემი საქმე მხოლოდ „ფურია როხას“ წარმატებაა, ამიტომ შეფასებებს არ გავაკეთებ.“
„უკვე აღვნიშნე, რომ კარლო ანჩელოტის გაშვება ჩემთვის გულდასაწყვეტი იყო, ვინაიდან კარლიტომ „ბლანკოსისგან“ შესანიშნავი გუნდი შექმნა. ახლა მთავარი მწვრთნელი რაფაა, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს და შეუძლია ტიტულებისთვის ბრძოლა.“
„კასილიასი და დავიდ დე ხეა უალტერნატივოდ იქნებიან ჩემ კოლექტივში.“
- 10 ივნისი 2015
- 4 650
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.