„იუვენტუსი“ მორატას შესანარჩუნებლად ბრძოლას იწყებს
მოგეხსენებათ, რაფაელ ბენიტესს ალვარო მორატა ძალიან მოსწონს...
ესპანელი სპეციალისტის გეგმებში ახალგაზრდა ფორვარდი შედის, აქედან გამომდინარე ფლორენტინო პერესი მისი საკონტრაქტო პირობების გამოსყიდვის ოპერაციას იწყებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსი“ არაფრის დიდებით არ აპირებს მორატას დათმობას. ალვარო გუნდის უდავო ლიდერი გახდა. მან გაიტანა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში და ფაქტობრივად, 90%-იანი წვლილი შეიტანა ბერლინის საგზურის მოპოვებაში. „ბარსელონას“ კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორიც სწორედ „კანტერანო“ გახდა.
მორატა იტალიაში 2 წლიანი იჯარით იმყოფება, ტურინელები მზადყოფნას გამოთქვამენ, თუნდაც 1 წლით კიდევ დატოვოს ალვარო „ბებერ ქალბატონში“.
თავად ახალგაზრდა წინახაზელის პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 8 ივნისი 2015
- 5 003
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.