ჩიჩა:„ახლა უკვე არცერთ კლუბზე აღარ ვფიქრობ“
ჩიჩარიტო ერნანდესი, რომელიც მექსიკის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება აცხადებს, რომ საკლუბო დონეზე მისი საზრუნავი ჯერ-ჯერობით აღარაფერია...
რჩებით მადრიდის „რეალში“?
არა, ვინაიდან ესპანელებმა ჩემი სეზონის სურვილი არ გამოთქვეს, 30 ივნისს კონტრაქტს ვადა ეწურება, შემდეგ კი კვლავ მანჩესტერ „იუნაიტედის“ დაქვემდებარებაში გადავალ. ახლა არ მაქვს საკლუბო დონეზე ფიქრის დრო. ჩემთვის უპირველესი მექსიკის ნაკრებია, რომელსაც კოპა ამერიკა აქვს სათამაშო.
ბენიტესზე რას ფიქრობთ?
რაფა გამოცდილი მწვრთნელია, რომელსაც არაერთი ტიტული აქვს მოგებული. ვფიქრობ, მისი კანდიდატურა გაამართლებს.
არ გიკვირდათ ფეხბურთელთა მხრიდან ანჩელოტის მისამართით ამხელა მხარდაჭერა?
ნამდვილად არა, ვინაიდან კარლო ჩვენი მეგობარი იყო. არცერთ ფეხბურთელს იტალიელი სპეციალისტის გაშვება არ სურდა, მაგრამ ჩვენ უძლურნი ვიყავით, ყველაფერს ხელმძღვანელობა წყვეტს.
თქვენთვის „ბლანკოსში“ თამაში საჩუქარი იყო...
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დედაქალაქელთა ღირსებას ვიცავდი. არ ვნანობ „ბლანკოსში“ გადმოსვლას, ეს ერთი წელი ყოველთვის კარგად გამახსენდება.
- 8 ივნისი 2015
- 4 147
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.