ოდეგარი და ასენსიო მომდევნო სეზონში გასხვისდებიან
გამოცემა „ას“-ის მიხედვით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის აზრით, გუნდში მარკო ასენსიოსა და მარტინ ოდეგარის ადგილი ვერ იქნება, რადგან მათი გამოცდილება მინიმალურია...
ასენსიო პერესმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იყიდა, ახლა კი გუნდებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთი სეზონის მანძილზე მარკო „მალიორკას“ ღირსებას დაიცავს და გამოცდილება დააგროვებს.
რაც შეეხება ოდეგარს, მისი მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.
გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიელ ფეხბურთელზე პრეტენზიას „ვილიარეალი“ და „მალაგა“ აცხადებს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები.
რაფას სურს, რომ მარტინმა სათამაშო პრაქტიკა უმაღლეს დივიზიონში მიიღო და არა ახალგაზრდულ გუნდში.
ზიდანის პატივისცემის მიუხედავად, რაფა თვლის, რომ ოდეგარი „კასტილიაზე“ მეტად, ლა ლიგის, რომელიმე საშუალო დონის გუნდში განვითარდება.
- 8 ივნისი 2015
- 7 670
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.