პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელები „რეალში“
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ დიდი აქტიურობა აქვს დაგეგმილი. კლუბმა უკვე დაიმატა კაზემირო, ახლა კი ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ინგლისის ჩემპიონატიდან საუკეთესო ფეხბურთელების წამოყვანაზე...
მოგეხსენებათ, დავიდ დე ხეას გამადრიდელებას უკვე აღარაფერი უდგას წინ. ესპანელ კიპერს სამშობლოში დაბრუნება სურს, გუნდები სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან, თუმცა საბოლოო ჯამში კონსესუსი გარდაუვალი იქნება.
„Daily Mail“-ის ინფორმაციით, პერესს კუნ აგუეროს დამატებაც აქვს განზრახული. პრეზიდენტი თვლის, რომ კარიმ ბენზემას იმედზე ყოფნა მართებული არ არის და „ბლანკოსს“ შეტევითი რესურსის გაძლიერება სჭირდება.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, ფლორენტინომ რაჰიმ სტერლინგისთვისაც სოლიდური თანხა გაამზადა, რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენს.
ასევე ჭორები ვრცელდება დიეგო კოშტაზეც, მაგრამ გაესპანელებულ ბრაზილიელზე ინფორმაციას არარეალურად მიიჩნევენ.
რაფა ბენიტესის გეგმებში არაერთი პრემიერლიგელი შედის.
ცხელი ზაფხული „ბლანკოსისთვის“ კიდევ უფრო მხურვალე იქნება, კლუბი სერიოზულ ცვლილებებს და გაძლიერებას გეგმავს.
- 7 ივნისი 2015
- 9 386
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.