კაზემირო:„ამ ეტაპზე „რეალზე“ ფიქრის დრო არ მაქვს“
მადრიდის „რეალის“ პირველმა ახალწვეულმა, კაზემირომ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სამეფო კლუბზე ფიქრის დრო არ აქვს, ვინაიდან წინ „კოპა ამერიკაა“...
„პორტუგალია უკვე დავტოვე. „პორტუში“ გატარებული სეზონი არასდროს დამავიწყდება, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შანსიც გვქონდა, მაგრამ მიუნხენელთა ძლევა მეორე შეხვედრაში ვერ მოვახერხეთ.“
„ყოველთვის ვამბობდი, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ახლა „კოპა ამერიკაზე“ ვფიქრობ, შემდეგ კი სრულად გადავერთევები „ბლანკოსზე“.
„ვიმედოვნებ, რაფაელ ბენიტესი მენდობა და თამაშის საშუალებას მაძლევს. „პორტუში“ ჩემი გარჯით კმაყოფილი ვარ, ახლა კი ესპანეთში წინსვლაზე უნდა ვიფიქრო.“
- 7 ივნისი 2015
- 3 750
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.