მარადონამ 14 ფეხბურთელი უკვე შეარჩია
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიეგო არმანდო მარადონამ სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსფოლიო ჩემპიონატისთვის 14 ფეხბურთელი უკვე შეარჩია...
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ 6 თვეა დარჩენილი, მაგრამ უკვე ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი... მარადონამ კი 23 შესაძლო ფეხბურთელიდან, სამხრეთ აფრიკაში წასაყვანი 14 მოთამაშე უკვე აარჩია. მათ მსოფლიოზე წაყვანას წყალი აღარ გაუვა...
ფეხბურთის უგვირგვინო მეფის არჩევანი– სერხიო რომერო, მარტინ დემიკელისი, გაბრიელ ჰაინცე, როლანდო შიავი, ნიკოლას ოტამენდი, ხავიერ მასკერანო, ხუან სებასტიან ვერონი, მარიო ბოლატი, ხონას გუტიერესი, ანხელ დი მარია, ლეო მესი, გონსალო იგუაინი, ეზეკილ ლავესი და კარლოს ტევესი.
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატამდე 157 დღეა დარჩენილი. მართალია ეს საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე გადაწყვიტა ნახევარი გუნდის დასახელება. სამხრეთ ამერიკული გრანდი ყველაზე პრესტიჟული და საინტერესო ტურნირის ერთ–ერთი ფავორიტია.
ასევე ჩამონათვალში შეგიძლიათ იხილოთ იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც შეიძლება გაემგზავრონ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე
მეკარეები–მარიანო ანდუარი და დიეგო.
მცველები–ხავიერ ძანეტი, ფაბრიციო კოლოჩინი, ნიკოლას ბურდისო, ნიკოლას პარეხა, პაბლო საბალეტა, კრისტიან ალვარესი, ემილიანო პაპა, კრისტიან ანსალდი, ემილიანო ინსუა, კლიმენტ როდრიგესი, მარკოს ანხელერი და ლეანდრო დესაბოტო.
ნახევარმცველები–მაქსი როდრიგესი, ფერნანდო გაგო, ხესუს დატოლო, ესტებან კამბიასო, ლუჩო გონსალესი, პაბლო აიმარი, ხავიერ პასტორე, ენცო პერესი, როდრიგო ბლანია და ედუარდო სალვიო.
თავდამსხმელები–აგუერო, დიეგო მილიტო და მარტინ პალერმო.
ტაქტიკური სქემა–4:4:2
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
ავტორი: Kevlisha
- 6 იანვარი 2010
- 3 479
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.