გუტი გუნდს შეუერთდა
როგორც იცით დღეს მადრიდის "რეალმა" ვარჯიში 2300 ფანის თანდასწრებით განაახლა.
კარგი ამბავი ის არის, რომ სამეფო გუნდს შეუერთდა ხოსე მარია გუტიერესი, რომელსაც ტრავმა ჰქონდა. რაც შეეხება რუდ ვან ნისტელროისა და რაფაელ ვან დერ ვაარტს, ისინი ისევ ტავმირებულნი არიან და ვერ ახერხებენ თამაშს. შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტმა წინა მატჩში "ოსასუნას" წინააღმდეგ, ტავმა გაიმიზეზა.
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინმა გუნდი რამოდენიმე ნაწილად დაყო და ცალ-ცალკე ათამაშა. ალბიოლი, ტაბარა და კაკა შეხვდენენ მარსელოს, გუტის და ბენზემას. ამ ფეხბურთელებმა ცალკე სტადიონზე ითამაშეს. მეტცელდერი, დრენტე, არბელოა, იგუაინი, გაგო და რონალდო კი დაუპირისპირდნენ ველაისონს, გარაის, ხაბი ალონსოს, ვასკესს, რაულს და გრანეროს.
ასევე ვარჯიშის ბოლოს მეკარეებმა თავიანთ მწვრთნელთან ერთად ითამაშეს ფეხბურთი. რამაც ძალიან გაამხიარულა დამსწრე გულშემატკივრები. ყველაზე დიდი სიხარული კი ფანებში იმან გამოიწვია, როდესაც ერთ-ერთმა მეკარემ გოლი გაიტანა.
ვარჯიში ორ საათს გრძელდებოდა. შეკრების დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა მადლობა გადაუხადეს ფანებს გულშემატკივრობისთვის და დაჰპირდნენ, რომ კვირას გამარჯვებას მოიპოვებდნენ.
სტატიის ავტორი: EL Gio
- 6 იანვარი 2010
- 1 522
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.