პერესის მეათე დამრიგებელი

მოგეხსენებათ, ანჩელოტის წასვლის შემდეგ, სამეფო კლუბს ბენიტესი უხელმძღვანელებს.

საინტერესოა, რო პერესის ეპოქაში (იგულისხმება 1-ლი და მე-2 საპრეზიდენტო ვადა), რაფაელი, „რეალის“ მეათე დამრიგებელია.

2000 წელს, როდესაც ფლორენტინომ კლუბის პრეზიდენტის სავარძელი მოირგო, სათადარიგო სკამი დელ ბოსკეს ჩააბარა, რომლის ადგილიც, 2003-ში კეირუშმა დაიკავა, თუმცა მხოლოდ 273 დღით.„მანჩესტერიდან მოსული“ მწვრთნელი, დიდი ენთუზიამითა და იმედებით შეცვალა კამაჩომ, მაგრამ ეს უკანაკნელის რამდენიმე თვეში დაითხოვეს და კიდევ ერთი წარუმატებელი ადამიანი დანიშნეს, გარსია რამონის სახით, რომელმაც იანვარშივე გადააბარა სადავეები ვანდერლეი ლუშემბურგოს.თავდაპირველად, ბრაზილიელმა ოპტიმიზმის საფუძვლები ჩაუსახა მადრიდისტებს, თუმცა მანაც უტუტილოდ დაასრულა სეზონი, რასაც შემდეგ ლოპეს კაროს 156 დღიანი მადრიდული კარიერი მოჰყვა.

მეორე საპრეზიდენტო ვადაში, პესისი უფრო მეტი ყურადღებითა და სიფრთხილით არჩევს მწვრთნელებს და შედეგიც სახეზეა.2009 წელს, ფლორენტინო პელეგრინისთან ერთად დაბრუნდა.ჩილელმა 1 წლიანი მუშაობის თავზე, სკამი გადააბარა მოურინიოს, რომელმაც 3 წლის განმავლობაში იმუშავა, ხოლო ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, ანჩელოტის კარნახით ასპარეზობდნენ ფეხბურთელები.

იმედია, რაფაელ ბენიტესს წინამორბედებზე უკეთესი მომავალი ექნება.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)