El Confidencial:„ანჩელოტის „რეალიდან“ წასვლის მთავარი მიზეზი ცნობილია“
ცნობილი ესპანური გამოცემა „El Confidencial“ ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც კარლო ანჩელოტის გუნდიდან წასვლას ეხება...
დღეს ცნობილი ხდება, აქამდე ყველასთვის უცნობი დეტალები. ალბათ არავინ იცოდა, რომ კარლო ანჩელოტისა და „ბლანკოსის“ სამედიცინო შტაბს შორის დაპირისპირება იყო.
„ატლეტიკოსთან“ 4-0 მარცხის შემდეგ, ფლორენტინო პერესმა კარლიტოს მოთხოვნა წაუყენა, რომლის მიხედვითაც ვარჯიშებზე დატვირთვა უნდა გაზრდილიყო, ანჩელოტიმ კი მას მიუგო, რომ ყველაფერი სქემის მიხედვით მიდიოდა და მეტ დატვირთვას ფეხბურთელები ვერ გაუძლებდნენ.
საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდა კლუბის ექიმს, ოლმოს, რომელიც ფლორენტინო პერესთან დაახლოებული პირი გახლავთ, მეტიც, ისინი ნათესავები არიან. პრეზიდენტი ოლმოს ყოველთვის ენდობოდა და ახლაც ენდობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელთა მასიური ტრავმიანობაც სწორედ ექიმებსა და მთავარ მწვრთნელს შორის ურთიერთობის დაძაბვით იყო განპირობებული.
ერთ-ერთი მაგალითი გახლდათ სერხიო რამოსი, რომელმაც დაზიანების მოშუშების შემდეგ მალევე მიიღო ტრავმა, ამ კონკრეტულ დეტალთან დაკავშირებით ჩნდება ინფორმაცია, რომ იტალიელმა სპეციალისტმა ექიმებისგან არასწორი ინფორმაცია მიიღო, იმ ეტაპისთვის სერხიოს მდგომარეობა არც ისე სახარბიელო გახლდათ და ვარჯიშებზე 100%-იანი დატვირთვის მიღება რისკ-ფაქტორს შეიცავდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია ამ ინფორმაციის რეალობა და დეტალები. სავარაუდოდ, სრული სიზუსტით ყველაფრის დადგენა წარმოუდგენელი იქნება, მაგრამ El Confidencial ესპანეთში საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. სააგენტოს მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი აგენტ-ინფორმატორი ჰყავს.
- 2 ივნისი 2015
- 11 920
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.