რაული: "მადრიდის "რეალში" ძალიან ცუდი წეს-ჩვეულება დამკვიდრდა"
რაულ გონსალეს ბლანკომ "ბლანკოსის" ქმედებები გააკრიტიკა.
"ჩემი სუბიექტური აზრით, კარლო ანჩელოტი იმსახურებდა სამეფო კლუბში დარჩენას. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს ადამიანზე და მწვრთნელზე, რომელმაც გუნდ მეათე ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებინა და მრავალწლიანი ნავსი გატეხა."
"სამწუხაროდ მადრიდის "რეალში" დამკვიდრებულია ძალზედ ცუდი წესი, რომლის მიხედვითაც უტიტულოდ სეზონის დასრულების შემთხვევაში გუნდის მთავარ მწვრთნელს დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებენ. ვფიქრობ ეს ძალიან ცუდია, რადგან პერესი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. მას გაუჭირდება ანჩელოტის ღირსეული შემცვლელის პოვნა და ეს ყველამ შესანიშნავად იცის."
Bernabeudigital.com
- 30 მაი 2015
- 7 218
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.