მოია: "კასილასი "რეალის" სიმბოლოა"
მადრიდის "ატლეტიკოს" კიპერმა, მიგელ ანხელ მოიამ იკერ კასილასზე ისაუბრა.
"კარგი ფეხბურთელები ყოველთვის ტოვებენ თავიანთ სახელს იმ კლუბში, სადაც მათ ერთი დღე მაინც უმუშავიათ. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება დავიდ დე ხეა, რომელიც დღესდღეისობით უმაღლესი კლასის კიპერია და დარწმუნებული ვარ იგი დიდ წარმატებას მიაღწევს."
"რაც შეეხება იკერ კასილასს, ჩემი მხრიდან არ იქნება გამართლებული მის შესაძლებლობებზე ლაპარაკი. მე მას ვერ შევაფასებ, რადგან იგი ჩემზე მაღლა დგას. იკერი მადრიდის "რეალის" სიმბოლო და ცოცხალი ლეგენდაა, რომელსაც ჯერ კიდევ არ ამოწურვია კონტრაქტი და ვფიქრობ, იგი არსად წავა."
Bernabeudigital.com
- 29 მაი 2015
- 2 764
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.