კრიშტიანომ სეზონი სარეკორდო, 14 საგოლე გადაცემის დაასრულა
კრიშტიანო რონალდუმ აწ უკვე გასულ სეზონში არაერთი პირადი რეკორდი დაამყარა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელები საგოლე გადაცემებშიც გამოირჩა...
შვიდიანის მონაგარი ხსენებულ ასპექტში 14 „ასისტს“ უტოლდება, რაც მის მადრიდულ კარიერაში საუკეთესოა.
შარშანდელ სეზონში შემტევმა მხოლოდ 7-ჯერ მოახერხა საგოლე გადაცემის გაკეთება, წელს კი მაჩვენებელი გაორმაგებულია.
აქამდე საუკეთესო შედეგი 2011/12 წლებში იყო ნაჩვენები, 11 გოლი. მაშინ გუნდს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა.
14 საგოლე გადაცემა რონიმ 11 სხვადასხვა შეხვედრაში გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ბევჯერ რონალდუს აქტიურობით კარიმ ბენზემამ და ხამეს როდრიგესმა იხეირეს.
- 29 მაი 2015
- 4 464
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.