მარკესი:„სამეფო კლუბი უტიტულობას არ შეგარჩენს“
კატალონიის „ბარსელონასა“ და მექსიკის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, რაფაელ მარკესის განცხადებით, მადრიდის „რეალმა“ კარლო ანჩელოტის სეზონის უტიტულოდ დასრულება ვერ აპატია...
„კარლო ანჩელოტი უდიდესი პროფესიონალია, ის ისეთ გუნდებს წვრთნიდა, როგორებიც „ჩელსი“, „პსჟ“, „მილანი“, „რეალი“ და სხვები არიან. ტიტულების ჩამოთვლას აზრიც არ აქვს.“
„ფლორენტინო პერესმა იტალიელ სპეციალისტს უტიტულო წელი ვერ აპატია, სწორედ ამიტომ დაითხოვა თანამდებობიდან, დედაქალაქში ყოველთვის დიდი მოთხოვნებია.“
„წარმოიდგინეთ, წინა სეზონის მიხედვით, კარლიტო ყველაზე ტიტულოვანი იყო. მან სამეფო თასის, ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიო მუნდიალის და ევროპის სუპერთასის მოგება შეძლო. ბოლო ტიტული „ბლანკოსმა“ ზამთარში მოიგო, მაგრამ 5 თვის თავზე, გუნდი მწვრთნელის გარეშე დარჩა.“
„შარშან ლა ლიგაში სამი უძლიერესი გუნდი იყო, „რეალის“, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ სახით, რასაც წლევანდელ გათამაშებაზე ვერ ვიტყვით. სიმეონეს გუნდმა საჩემპიონო ბრძოლას რამდენიმე თვის ადრე დაანება თავი. ბოლომდე კვლავაც „ბლაუგრანა“ და „ბლანკოსი“ დომინირებდნენ.“
„კრიშტიანო რონალდუს ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ მე ვთვლი, რომ შვიდიანი მადრიდული გიგანტის მამოძრავებელი ძალაა. რონიმ არაერთხელ აიღო მეტოქის კარი და ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტ გოლს მოუყარა თავი, ეს პატარა შედეგი არ არის.“
„ოქროს ბურთის მფლობელმა როგორც „ბლანკოსის“, ასევე მთელი ფეხბურთის ისტორიაში ჩაწერა საკუთარი თავი.“
„ვფიქრობ, რონალდუ კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე იბრძოლებს ოქროს ბურთისთვის.“
- 28 მაი 2015
- 6 191
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.