იერომ პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა
ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებამ კლუბში ვითარება დაძაბა.
კარლო ანჩელოტის განთავისუფლების შემდეგ, ფერნანდო იერომ გადაწყვიტა დაკავებული პოსტი დაეტოვებინა. იგი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი აღარ იქნება. ეს გადაწყვეტილება იერომ დირექტორატთან შეთანხმების გარეშე მიიღო, რაც ოფიციალური პროტესტის ნიშანია.
ფერნანდოს აზრით, მოვიდა დრო კიდევ ერთხელ გამომშვიდებოდა მადრიდულ პუბლიკას. მართალია იერო უმუშევარია, თუმცა მას უკვე აქვს შემოთავაზებები ესპანეთსი ფეხბურთის ფედერაციისგან და "მალაგასგან".
ფერნანდო პერესის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებოდა. მას შემდეგ რაც იერომ შეიტო ანჩელოტის განთავისუფლების შესახებ, მან გადაწყვიტა, რომ თუ კარლო წარუმატებელი სეზონის გარეშე გაუშვეს კლუბიდან, მაშინ ამაში სრულიად სამწვრთნელო შტაბი იყო დამნაშავე.
Marca.com
- 26 მაი 2015
- 9 409
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.