„რეალი“ აგუეროს მიუბრუნდა
„მანჩესტერ სიტის“ შემტევი კუნ აგუერო კვლავ მოექცა სამეფო კლუბის ინტერესთა სფეროში.
AS-ის ცნობით, არგენტინელი „რეალის“ ფრანგი ფორვარდის კარიმ ბენზემას შემცვლელად მოიაზრება. მადრიდული გრანდი მზადაა მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე 26 წლის ფეხბურთელისთვის 90 მილიონი ევრო გაიღოს.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტის“ „თექვსმეტიანი“ 26 გოლით ინგლისის პრემიერ ლიგის საუკთესო ბომბარდირი გახდა.
შეგახსენებთ, „მერენგების“ ხელმძღვანელობა ანხელ დი მარიას დაბრუნებითაც ინტერესდება.
- 26 მაი 2015
- 6 788
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.