ბენზემა ანჩელოტის მიჰყვება?
ლონდონელები კარიმ ბენზემას შეძენას გეგმავენ.
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა კარლო ანჩელოტიმ, რამაც გული დაწყვიტა კლუბის ყველა ფეხბურთელს. მოთამაშეები განაწყენებულნი არიან დირექტორატის გადაწყვეტილებით. ეს კი დამატებით საფრთხეს წარმოქმნის იმისა, რომ "ბლანკოსის" რიგები შესაძლოა რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს.
ცნობილი გამომცემლობები იტყობინება, რომ ერთ-ერთი პირველი ვინც კლუბს თავისი ნებით პროტესტის ნიშნად დატოვებს, ეს არის კარიმ ბენზემა. მას კარლოსთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ფრანგი ფორვარდი იმედგაცრუებულია ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებით და შესაძლოა მან სხვა კლუბების შემოთავაზებების განხილვა დაიწყოს.
პირველი გუნდი, რომელიც მადრიდელთა "ცხრიანით" დაინტერესდა, არის ლონდონის "არსენალი". ვენგერიმა "მეთოფეების" ხელმძღვანელობას 50 ევროს გამზადება მოსთხოვა ამ ტრანსფერის განსახორციელებლად. ფრანგმა სპეციალისტმა ამ წინადადებასთან დაკავშირებით დირექტორატისგან დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო და ახლა მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავს.
Bernabeudigital.com
- 26 მაი 2015
- 8 665
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.