ანჩელოტი: "ერთი წელი უნდა დავისვენო"
როგორც ჩანს, "მადრიდის რეალში" კარლო ანჩელოტისთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია. Il Giornale-სთან ინტერვიუში კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს და სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა, რომ "მადრიდის რეალიდან" დათხოვნის შემთხვევაში ერთი წელი დაისვენოს.
ბატონო ანჩელოტი, ანუ ყველაფერი გადაწყვეტილია?
ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ ვიცი, ვინაიდან "მადრიდის რეალის" გადაწყვეტილებას ველოდები. თავდაპირევალდ ვიცოდი, რომ კვირას უნდა შეკრებილიყო დირექტორთა საბჭო და გამოეტანათ გადაწყვეტილება ჩემს მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამბობენ, რომ შეხვედრა სიტუაციის უფრო მეტად თეატრალიზების გამო იქნა გადატანილი
"მადრიდის რეალმა" კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ რომ გაცნობოთ, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?
რაც პრესკონფერენციაზე განვაცხადე იმავეს გავიმეორებ ეხლაც: ერთი წელი დავისვენებ. ვინაიდან ამის საკმაოდ სერიოზული მიზეზი მაქვს.
რაში მდგომარეობს ეს მიზეზი?
სასწრაფოდ მჭირდება ოპერაციის გაკეთება, რაც თავისთავად გამოიწვევს ჩემს ფეხბურთიდან ჩამოშორებას. თუ ეს ოპერაცია ეხლა არ გავიკეთე, შესაძლოა შემდეგში გამირთულდეს საქმე და ყველაფერი ცუდად დასრულდეს, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება ოპერაციიის ჩატარებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არ ვიცი, თუ რამდენი ხანი მომიწევს უქმად ყოფნა და რა დროა საჭირო ოპერაციის შემდეგ აღსადგენად.
მაგრამ გალიანი მადრიდში ჩამოდის...
ძალიან გამიხარდება მისი ნახვა და ვახშამზეც დავპატიჟებ, მაგრამ არ ვაპირებ გეგმების შეცვლას. გადაწყვეტილება საბოლოოა.
სად უნდა გაიკეთოთ ოპერაცია?
კანადაში, კერძოდ ვანკუვერში, სადაც ჩემს მეუღლესთან ერთად გავემგზავრები.
თქვენ "მილანის" დატოვებისას აღნიშნეთ, რომ დაბრუნებოდით...
დიახ და დღესაც იმავე აზრზე ვარ. თუ იტალიაში რომელიმე კლუბის გაწვრთნას დავთანხმდები, ეს მხოლოდ "მილანი" იქნება.
ოპერაციის შემდეგ რა იქნება?
დავისვენებ, ძირითადად მადრიდსა და კანადაში ვიქნები. "რეალში" გატარებული ორი წელი იდეალური იყო ჩემთვის.არავის არ შეუძლია წარმოიდგინოს, თუ რა ძალასა და ენერგიას მოითხოვს "რეალში" მუშაობა. ერთი წლის შემდეგ საქმეებს დავუბრუნდები.
რონალდუმ თქვენთან დაკავშირებით განცხადებაც კი გაავრცელა...
ვიცი და მათ სათითაოდ გადავუხადე თანადგომისთვის მადლობა.
წყარო: Il Giornale
- 25 მაი 2015
- 4 436
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.