„რეალმა“ ევროპის ყველა წამყვანი ჩემპიონატის ჩემპიონზე მეტი ქულა მოაგროვა
სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, ფეხბურთელები, მწვრთნელები და ზოგადად, გულშემატკივრები სულ ცოტა ხანში შვებულებაში გავლენ. თითქმის ყველა ქვეყანაში გამოვლენილია ჩემპიონის ვინაობა, ესპანეთში კი „რეალს“ კატალონიის „ბარსელონამ“ აჯობდა, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება გასათვალისწინებელია...
კარლო ანჩელოტის გუნდს აქტივში 89 ქულა აქვს, „ხეტაფესთან“ გამარჯვების შემთხვევაში კი 92-ს მოაგროვებს.
ქულების მსგავსი რაოდენობა ევროპის წამყვანი ჩემპიონატების არცერთ ჩემპიონს არ აქვს.
მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიაში უპირობო ლიდერია, მაგრამ მის ანგარიშზე 76 ქულაა.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ, ტურინის „იუვენტუსს“, იტალიელმა სერია „ა“ გაინაღდეს, მათ აქტივში 83 ქულაა.
ჟოზე მოურინიოს ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგა მოიგო, აბრამოვიჩის გუნდმა 84 ქულას მოუყარა თავი.
საფრანგეთში „პსჟ“ დომინირებს, დედაქალაქელების ანგარიშზე 80 ქულაა.
როგორც ხედავთ, მადრიდის „რეალმა“ ყველა ჩემპიონს აჯობდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შეძლო პრიმერა დივიზიონის მოგება.
იმედი ვიქონიოთ, მომდევნო სეზონი, სწორედ „ბლანკოსის“ იქნება.
- 22 მაი 2015
- 4 981
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.