„რეალის“ პირველი ტრანსფერი შესაძლოა, დი მარია გახდეს
ინგლისურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, მანჩესტერ „იუნაიტედი“ ანხელ დი მარიას გაშვებას გეგმავს...
არგენტინელი მოთამაში ინგლისურ ფეხბურთს ვერც ისე კარგად შეეწყო. მადრიდის „რეალში“ თამაშთან შედარება მართლაც არ არის. ინგლისში ანხელმა შესაძლებლობების მხოლოდ 60% გამოავლინა, რაც რაღა თქმა უნდა, ვან გაალის უკმაყოფილების გამომწვევი ფაქტორია.
გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერელთა“ თანხმობის შემთხვევაში, ანხელ დი მარია შეიძლება „ბლანკოსში“ დაბრუნდეს.
ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ თითოეული მადრიდისტა ნამდვილად გაიხარებს, ვინაიდან შარშან ტრიუმფალურ წელს, ანხელი ერთ-ერთი შემოქმედი გახლდათ.
- 22 მაი 2015
- 11 573
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.