320 მილიონი ევრო ბეილისა და რონალდუს სანაცვლოდ

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მანჩესტერ „იუნაიტედი“ მზად არის კრიშტიანო რონალდუსა და გარეთ ბეილის სანაცვლოდ 350 მილიონ ევროს შეელიოს...

ლუის ვან გაალი უკვე დიდი ხანია აგონიაში ჩავარდნილი და ასტრონომიულ ხარჯებს წევს, თუმცა შედეგი ჯერ-ჯერობით არ არსებობს, აქედან გამომდინარე ჰოლანდიელი ფიქრობს, რომ კიდევ სჭირდება გაძლიერება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „იუნაიტედი“ ზაფხულში რამდენიმე ძვირადღირებულ ფეხბურთელს გაყიდის, რის სანაცვლოდან დაახლოებით 170-190 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რომელსაც მთლიანად მოახმარს გარეთ ბეილისა და კრიშტიანო რონალდუს ტრანსფერებს.

„იუნაიტედი“ მზად არის ბეილისა და რონის სანაცვლოდ ჯამში 320 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც მსოფლიოს ისტორიის ყველაზე ხმაურიანი გარიგება იქნება.

ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ფლორენტინო პერესი გუნდის ორ ლიდერს მარტივად არ შეელევა, მაგრამ აქ ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი, რომლის სანაცვლოდაც ესპანელ პრეზიდენტს როისის, დე ხეას, პოგბას, ვერატის, კავანისა და სხვების შეძენა შეეძლება, რაც მართლაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამეფო კლუბის რესურსს.

როგორც სჩანს, ცხელი ზაფხული „ბლანკოსისთვის“, გაცილებით უფრო მხურვალე იქნება.

  • Hala
  • 22 მაი 2015
  • 7 046
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)