თეთრი ლეგენდა-სახელად იკერი
ეს იკერ კასილიასია...
ერთი თითქოსდა უბრალო ესპანელის ისტორიის წერა მორტოლესიდან იწყება.მადრიდი, 1981 წ. 20 მაისი. სრულიად საფეხბურთო სამყაროს ევლინება პატარა იკერი,იკერ კასილას ფერნანდესი.ვის წარმოედგინა,რომ ეს ბიჭუნა ერთ დღესაც დიდ სიტყვას იტყოდა და ჩაწერდა თავის სახელს არა მარტო რეალისა,არამედ სრულიად საფეხბურთო სამყაროს ისტორიაში,ჩაწერდა ოქროს ასოებით და ჩაწერდა თანაც სამუდამოდ.პატარა იკერი ბავშვობიდანვე ფეხბურთით ყოფილა „შეპყრობილი“ ( მასწავლებლებს ჩემი არ ესმოდათ,ალბათ,შურის გამო.ისინი ცდილობდნენ დავერწმუნებინე,რომ ფეხბურთისათვის თავი დამენებებინა ) მთელ შაბათ-კვირას პარკში ფეხურთის თამაშში ატარებდა,ხოლო უკვე 8 წლის ასაკში მადრიდის აკადემიაშიც ჩაირიცხა,ჩაირიცხა მხოლოდ ერთი დიადი მიზმით-პირველ გუნდში მოხვედრილიყო. (ბევრ ჩემ პარტნიორს ჯეროდათ ამის.ჩვენ არასდროს ვწყვეტდით ფიქრს,რომ გავხდებოდით პირველი გუნდის ფეხბურთელები და მე ყველაზე მეტად გამიმართლა) და აჰა, დადგა ნანატრი დღეც,1999 წელი,სან მამესი, რეალი- ატლეტიკი.იკერის დებიუტი სწორედ აქ 18 წლის ასაკში შედგა,მის ნანატრ ოცნებასაც ხორცი შეესხა და გახდა „ელ ნინიო“ მეკარე რეალის რიგებში.
ახალგაზრდობაიყო ეს ის „პრობლემა”, რომლის წინაშეც იკერი აღმოჩნდა ,მაგრამ მას გამოწვევების როდი ეშინოდა,დინჯად,მოთმინებით ელოდა შანს,შანს რათა საკუთარი შესაძლებლობები ყველასათვის ეჩვენებინა,მათ შორის საკუთარი თავისთვისაც. 2000 წელი,ლიგის ფინალი, რეალი-ვალენისია,დელბოსკეს ნდობით აღჭურველი იკერი ლიგის ფინალში ტრამვირებულ ბოდო ილგნერს ცვლის,სამი ქული სხვაობით ამარცხებს მეტოქეს, ჩემპიონობასაც ეუფლება და სასტარტოშიც იმკვიდრებს ადგილს.
მეტი რაღა უნდა ენატრა ამ პატარა მუჩაჩოს? ალბათ, არც არფერი.გადის დრო,2002 წელი,თითქოს ისტორია მეორდება,ისევ სათადარიგო,ისევ შანსის მოლოდინი,ისევ ფინალი,აწ უკვე ლევერკუზენის ბაიერნის წინააღმდეგ ტრამვირებულ სეზარს ცვლის,ცვლის თანაც როგორ. 2-1, იკერის არაამქვეყნიური სეივებისა და ზიზუს გოლით რეალი მეცხრედ მეფდება და დგას „წმინდა იკერი“,თავდაჯერებული,ამაყი,ესპანური კორიდის ბრძოლის ჟინით შეპყრობილი მატადორი ,თასით ხელში და მთელი თეთრი სამეფო მუხლს იდრეკს,ქედს იხრის მის წინაშე.
ამის შემდეგ ყველაფერი სულ სხვაგვარდა წარიმართა,თითქოს უიღბლობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა,12 წელი გასტანა ლა დესიმის მოლოდინმა და დადა ეს ნანატრი დღეც.2014 წელი, ესპანური ფეხბურთის ზეიმი,მადრიდული დერბი, რეალი- ატლეტიკო და რომ არა Fucking Master-ის ( ესე უწოდა გოლის შემდეგ იკერმა რამოსს) 93-ზე შესრულებული თავური,ალბათ ეს დღე შავ ლაქად გაჰყვებოდა იკერს ცხოვრების მანძილზე და მეტი რაღა უნდოდათ იმ „უსახელო ნაძირლებს“, რომლებმაც არც კი იციან იკერისა და მადრიდისტობის ფასი.
თითქმის ყველაფერზე დაობენ, იკერზე იშვიათად,განურჩევლად პატივს სცემს ყველა,მათ შორის კულე.მას არფლის დამტკიცება არ ჭირდება,რადგან ციფრები თავადაა იკერის შესაძლებლობების უტყვი მოწმე.24 წელი წელი სამეფო კლუბის სამსახურში,24 წელი რეალის კარის სადარაჯოზე. ლა ლიგის ხუთგზის, უეფას სუპერთასისა და ჩემპიონტა ლიგის სამგზის გამარჯვებული,ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და ა.შ ამით ყველაფერი ნათქვამია....
კუარეჟმა, კაკა,იკერი,ჩეხი-მიხვდებოდით ალბათ,მათ ყველას „განსაკუთრებულის“ კაპრიზები აერთიანებთ.ვინ იფიქრებდა ,რომ იკერი,რომლის გარეშედაც რეალი ძნელად თუ წარმოგვედგინა,ერთ „მშვენიერ“ დღესაც სათადარიგოზე კიდევ ერთხელ გადაინაცვლებდა,თანაც დიდი ხნით.რომ არა ჟოზე,იკერი უპრაქტიკობით ფორმას არ დაკარგავდა,თავდაჯერებულობაში ეჭვი არ შეეპარებოდა და მის წასვლაზე,თუნდაც ეჭვის დონეზე, არ ალაპარაკდებოდნენ.ვინ წარმოიდგენდა, რომ შეიძლება იკერს დაუსტვინო,რასაკვირველია არც არავინ.დრო მოვა და ის წავა,ოღონდ წავა თავაწეული და ჩვენ,მადრიდისტები სამაგალითოდ დავისახავთ მას.
იკერ კასილას ფერნანდესი: კარიერა-შესაშური თამაში-ღვთაებრივი მეუღლე და მამა - მოსიყვარულე პიროვნება- სამაგალითო მეგობარი- ერთგული დიდება-მოპოვებული ლეგენდა-სიცოცხლეშივე ფანი-მილიონობით ხშირად შენიშნავთ რეალის კლუბის სპორტულ ბაზაზე,ქუჩაში თუ მოადანზე შეკრებილ ხალხს იკერის ავტოგრაფისა თუ სურათის მოლოდინში და მათ ყველას იკერის სიყვარული აერთიანეთ. ( ძალიან რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება,როდესაც,დგას გოგო და ყვირის: „იკერ მოდი და მაკოცე“. მე არ მესიმს რას აკეთებენ გოგონები მთელი დღე აქ. ისინი რა არასოდეს არ სწავლობენ და არასოდეს არ ზიან კლასში? რას აკეთებენ ისინი აქ ყოველ დილას? იმედია ჩემი გოგო ასეთი არ იქნება
და მაშ,ეს იკერია,სან იკერი,გუნდის თილისმა,ღირსეული კაპიტანი,მეტი ვიდრე მეკარე,მეტი ვიდრე კაპიტანი,სწორედ ესეთი ერთეულები წერენ რეალის საფეხბურთო ისტორიას. ”ამბობენსაოცარისანახავიაო , როცათეთრიმხედარი ,სიმშვიდეშერეულიმებრძოლისულით, დააქროლებსბურთსბერნაბეუზე...
უნდა გაკადნიერდე, რომ მასთანშებრძოლებასცადო...დამათთვის, ვისთვისაცფეხბურთირელიგიაა, იკერიხატიუნდაიყოსუთუოდ.. „(უნდა გასცე ბრძანებები, მითითებები, რადგან შენ კაპიტანი ხარ ! იეროც ხომ ასე იყო ?! წარმოიდგინეთ - იერო ! ვერც კი წარმომიდგენია - მე კაპიტანი ვარ, მე იერო ვარ ! ეს ღმერთმა მიბოძა, და ეს ასე უნდა მომხდარიყო.- იკერ კასილასი)
- 20 მაი 2015
- 6 688
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.