დაბადების დღეს გილოცავთ კაპიტანო!
დღეს 20 მაისს, მადრიდის რეალის დიად კაპიტანსა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს 34 წელი შეუსრულდა.
იკერ კასილიას ფერნანდესი 1981 წლის 20 მაისს დაიბადა.
მისი პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო რეალმადრიდ ბენხამინ-7-ში გადასვლა. მისი შრომა და თავდადებული მუშაობა დაფასდა გარკვეული დროის შემდეგ იგი რეალის ჯუნიორთა სკოლაში ჩაირიცხა. ეს ეტაპი წარმატებით განვლო და ამის შემდეგ იგი მადრიდის რეალის B გუნდში გამოჩნდა. ეს იყო ერთადერთი შანსი რათა ადგილი მთავარ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაეკავებინა.
რეალ მადრიდ B, იყო ის გუნდი რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა კასილიასის კარიერაში. მისმა რეაქციებმა, სისწრაფემ, პოზიციის სწორად შერჩევამ და ნახტომის სიმაღლემ რეალის მწვრთნელებს უფლება მისცა პატარა იკერი უკვე მადრიდის რეალის ძირითად გუნდში გადაეყვანათ.
დადგა დღე რომელზეც იკერი ასე ოცნებობდა. იგი უკვე რეალ მადრიდის სრულუფლებიანი წევრი იყო. ასეთმა გადაწყვეტილებამ კრიტიკოსები ალააპარაკა. ჭაბუკი მეკარე რომელიც სულ რაღაც 18 წლის იყო ძირითად გუნდში გამოდიოდა. კრიტიკოსების თქმით იკერი განწირული იყო სათადარიგო სკამისთვის. მაგრამ იკერის მოთმინებამაც შედეგი გამოიღო. რეალის ძირითადი მეკარე ბოდო დაიმტვრა და ახლა კასილიასის ჯერი დგებოდა. ამ პერიოდს დაემთხვა ტოშაკის წასვლა რეალის სამწვრთნელო შტაბიდან და დელ ბოსკეს მოსვლა, რომელმაც ნდობა გამოუცხადა კასილასს.
ასე რომ 18 წლის იკერს ჰქონდა დებიუტი რეალის რიგებში. მეტიც მან მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. „ეს იყო ენით აღუწერელი სასწაული“ -განაცხადა იკერმა. მან დაიმკვიდრა თავისი ადგილი გუნდში და პრესაც ალაპარაკდა ამ ფენომენზე. და აი, მოხდა საწაულიც, 18 წლის იკერი ჩემპიონთალიგის გამარჯვებული გახდა. ეს მართლაც სასწაული იყო. მადრიდელებმა ვალენსია დაამარცხეს ფინალში და მერვედ დაეუფლა გუნდი ამ ტიტულს. ამ გამარჯვების მონაწილე იყო იკერიც.
თუმცა ყველაფერი ისე რომ არ ხდება როგორც გვინდა ეს კასილიასის მაგალითზეც შეგვიძლია ვნახოთ. მან დაკარგა ადგილი გუნდში და გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე. ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდა და რეალის კარს ახლა უკვე ცეზარი იცავდა. მაგრამ მოვიდა ფინალის დღეც რეალი კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
მეორე ტაიმის მეორე ნახევარში დაიმტვრა ცეზარი. მწვრთნელი იძულებული გახდა მოედანზე გამოეყვანა იკერი. და სწორედ აქედან დაიწყო სასწაული, რომელიც ფეხბურთში არცთუ ისე ხშირად ხდება. იკერმა გააკეთა ის რაც ჯერ არავის ჰქონდა გაკეთებული. მან განახორციელა ზედიზედ რამდენიმე სეივი, რომელსაც ალბათ რამდენიმე მეკარე ვერ მოიგერიებდა ერთად. და იკერმა რეალი ჩემპიონი გახადა. ეს იყო სასწაული, ენით აღუწერელი სასწაული.
ამ ყველაფრის ფონზე კასილიასმა დაიმკვიდრა საბოლოოდ ადგილი გუნდში და დღემდე პროგრესირებს. იგი არის რეალის და ესპანეთის ნაკრების მეკარე. კასილიასი არის ყველა დროის საუკეთესო გოლკიპერი მადრიდში. მან შესძლო ის რაც ძალზედ ძნელი გასაკეთებელია. დღესდღეობით კი იკერ კასილიას ფერნანდესი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლოში.
ესპანეთის ლა ლიგა (5): 2000–01, 2002–03, 2006–07, 2007–08,2011-12
ესპანეთის სუპერთასი (3): 2001, 2003, 2008, 2012
უეფას ჩემპიონთა ლიგა (3): 1999-2000, 2001-02, 2013-14
უეფას სუპერ თასი (1): 2002, 2014
საერთაროშისო თასი (1): 2002
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (1): 2013-14
უეფას 15-წლამდელთა ჩემპიონატი: 1995
უეფას 16-წლამდელთა ჩემპიონატი: 1997
უეფას მერიდიანის თასიი: 1999
ფიფას ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატი: 1999
უეფას ევრო: 2008
ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი: 2010
უეფას ევრო: 2012
ინდივიდუალური
Bravo Award: 2000
Don Balón Award for Breakthrough Player of the Year: 2000
UEFA Team of the Year: 2007, 2008, 2009
ESM Team of the Year: 2007–08
Zamora Trophy: 2007–08
UEFA Euro 2008 Team of the Tournament
FIFPro World XI: 2007–08, 2008-09
IFFHS Best Goalkeeper: 2008, 2009
FIFA.com Team of the Year: 2008-09
LFP best goalkeeper: 2008–09
FIFA/Fifpro World's best goalkeeper 2008–09
FIFA World Cup Golden Glove: 2010
FIFA World Cup All-Star Team: 2010
პირადი
Royal Order Gold Medal for Sports Merit: 2009–10
Favourite son of Navalacruz: 2010
Favourite son of Móstoles: 2010
- 20 მაი 2015
- 5 042
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.