დე ხეას მომავალი კასილასზე არ არის დამოკიდებული
დავიდ დე ხეას ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დრო დადგა. მან არჩევანი უნდა გააკეთოს მანჩესტერში დარჩენასა და მადრიდის რეალში გადაბარგებას შორის.
დე ხეას გადაწყვეტილებაზე რამოდენიმე ფაქტორი მოქმედებს. უპირველეს ყოვლისა მას უკვე აქვს შემოთავაზება მანჩესტერისგან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და არ იცის როგორ მოიქცეს, მოაწეროს თუ არა კონტრაქტს ხელი. იმ შემთხვევაში თუ მოაწერს, მისი ესპანეთში დაბრუნება უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ფაქტიურად წარმოუდგენელი იქნება. თუ არ მოაწერს სამეფო კლუბს დიდ ბერკეტს აძლევს მოლაპარაკების პროცესში, რადგან კონტრაქტზე უარის თქმა ნიშნავს, რომ დავიდი მზადაა ნებისმიერ ფასად გათეთრდეს.
მეორე საკითხი არის ანაზღაურება, როგორც უკვე იცით მას მანჩესტეტი წელიწადში 12 მილიონ ფუნტს სთავაზობს, ფაქტიურად ოთხჯერ უფრო მეტს ვიდრე მადრიდის რეალი (3 მილიონი ფუნტი). სამეფო კლუბის წარმომადგენელმა უკვე დაურეკა დე ხეას აგენტს და უთხრა: "ჩვენ გვინდა დავიდ დე ხეა". აქ ყველაფერია ნათქვამი, როდესაც მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გეპატიჟება უარის თქმა ძალიან ძნელია, თუნდაც გაცილებით ნაკლებ ხელფასს გთავაზობდეს. აქვე განსახილველია მისი სატრანსფერო ფასი, მეასმე საკითხია, რომელიც ტრანსფერს ხელს უშლის. თეთრებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ მზად არიან 30 მილიონი გადაიხადონ. მანჩესტერელები კი მზად არიან 40 მილიონად გაუშავნ მეკარე. დე ხეას თუ დათანხმდება რეალში გადასვლას, ამ საკითხზე პერესი და მანჩესტერის წარმომადგენლები მოლაპარაკებას შეძლებენ.
მესამე საკითხი კი იკერ კასილასია. რომელიც ყველაზე ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს დე ხეასთვის. დავიდს სურს, რომ გარანტირებული სათამაშო დრო ჰქონდეს და პირველი მეკარე იყოს, მაგრამ ამისათვის კასილასის შემადგენლობიდან ამოგდება დასჭირდება. კონკურენცია კი ორივე მეკარეზე დადებითად იმოქმედებს და ისინი უფრო მოუმატებენ თამაშის ხარისხს. აგრეთვე ახალგაზრდა ესპანელისათვის იკერი კუმირი იყო და არის, ამიტომ მისგან შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს. შესაბამისად იკერი გუნდში თუ დარჩა ეს კიდევ უფრო სასარგებლო იქნება დე ხეას განვითარებისათვის.
მეოთხე ფაქტორი არის მისი ოჯახი და მეგობარი გოგონა, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მადრიდში და ესპანელი კიპერი ინგლისში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. გამომდინარე აქედან დე ხეა მზად არის უარი თქვას გაცილებით მაღალ ანაზღაურებაზე და შეუერთდეს ბლანკოსს, ამაში კი მას ხელს ისიც ვერ შეუშლის, რომ ცოტა ხნის წინ ის სამეფო კლუბის გამორჩეული მეტოქის, როხიბლანკოს ღირსებას იცავდა.
რაც შეეხება ვან გაალს, ის მაინცდამაინც არ ცდილობს, რომ დე ხეაზე ზეწოლა მოახდინოს, პირიქით საჯაროდ საუბრობს მისი შემცვლელის პოვნაზე. ამ ეტაპისათვის მანჩესტერში ჰუგო ლორისის, პეტერ ჩეხისა და ასმირ ბეგოვიჩის კანდიდატურები განიხილება. ვან გაალმა კი თქვა, რომ დე ხეას შეუძლია დარჩეს მანჩესტერში და გახდეს კლუბის ლეგენდა, ან დაბრუნდეს ესპანეთში და მოიგოს უამრავი ტიტული დეკადის განმავლობაში.
- 19 მაი 2015
- 3 210
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.