მანჩესტერი დე ხეას ვერ ელევა
ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა თითქმის შეეგუა იმ ფაქტს, რომ მათი პირველი ნომერი მომავალი სეზონიდან სამშობლოში დაბრუნდება და სამეფო კლუბის ღირსებას დაიცავს.
მიუხედავად ამისა, წითელმა ეშმაკებმა გადაწყვიტეს მაინც გაიბრძოლონ კიპერის შესანარჩუნებლად. The Sun იტყობინება, რომ მანჩესტერელებმა დავიდს მეგა შეთავაზება გაუკეთეს, რომელზეც უარის თქმა ნამდვილად უნდა გაუჭირდეს.
ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელთან 4 წლით გაახანგრძლივონ კონტრაქტი და კვირაში არც მეტი არ ცნაკლები 250 000 ფუნტ სტერლინგი გადაუხადონ. ასეთი შემოთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში დე ხეას წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ფუნტი იქნება, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებად მეკარედ აქცევს მას.
ჯერ-ჯერობით ფეხბურთელიც და მისი აგენტიც კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
- 19 მაი 2015
- 2 340
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.