ალვარო გონსალესი: "რეზულტატით უკმაყოფილო ვარ"
"ესპანიოლის" ცენტრალურმა მცველმა, ალვარო გონსალესმა მადრიდელების წინააღმდეგ განცდილი მარცხი შეაფასა.
"ვფიქრობ რეზულტატი თამაშის მიმდინარეობას არ ასახავს. პირველ ტაიმში "ბლანკოსზე" გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, თუმცა შეხვედრის მიწურულს მეტოქემ გაგვტეხა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ჩვენი გუნდის შესაძლებლობების დემონსტრირება, რაც შევძელით კიდეც."
"მიუხედავად დიდი სურვილის და თავდადებისა, მეტოქემ სამი ქულა წაგვართვა. შეიძლება მადრიდელებმა გამარჯვება დაიმსახურეს, თუმცა ის რეზულტატი რაც დაფიქსირდა, არ იმსახურებდნენ."
Bernabeudigital.com
- 18 მაი 2015
- 1 675
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.