„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის უძლიერესთა კალათაში ვეღარ მოხვდება
მადრიდის „რეალი“, რომელმაც შარშან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, აგვისტოში გასამართ კენჭისყრაზე პირველი კალათის 8 უძლიერეს კლუბში ვერ მოხვდება, რადგან ლა ლიგის მფლობელი კატალონიის „ბარსელონა“ გახლავთ. ენრიკეს გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგების შანსიც აქვს...
გამოდის, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ 1 ძლიერი გუნდი ეყოლება.
პირველ კალათში შემდეგი გუნდები განთავსდებიან : „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „ბარსელონა“, „ბენფიკა“, „ჩელსი“, „პსჟ“, „ზენიტი“, „პსვ“.
ალბათ ბევრს გაეცინება, რომ უძლიერესთა კალათაში „ზენიტი“, „ბენფიკა“ და სხვები არიან, მაგრამ „ბლანკოსის“ წლევანდელმა უტიტულო სეზონმა თავისი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა კლუბის მომავალზე.
- 18 მაი 2015
- 26 362
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.