რეალი მოურინიოს ეპატიჟება
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ კარლო ანჩელოტი რეალიდან წავა, მაგრამ ვინ მოვა მის ადგილას ჯერ კიდევ გაურკვეველია.
Sky Sports-ის ინფორმაციით, მეფეები მადრიდის რეალის ყოფილ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს დაუკავშირდნენ და ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნება შესთავაზეს, რაზეც პორტუგალიელმა მტკიცე უარი განაცხადა. მისი განცხადებით, ის ბედნიერია ლონდონის ჩელსიში და ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს.
შეგახსენებთ, სამეფო კლუბმა მოურინიოსთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სულ რაღაც ორი წლის წინ გაწყვიტა. მას შემდეგ ბლანკოსს იტალიელი ანჩელოტი წვრთნის, რომელმაც გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, წელს კი უტიტულოდ დარჩა. რაც შეეხება ჟოზეს, მისი მთავარი წარმატება ამ ორი წლის განმავლობაში ინგლისის პრემიერ ლიგის მოგებაა.
- 18 მაი 2015
- 7 234
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.