ანჩელოტი:„ჩემი მიზანი კვლავაც ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“
კარლო ანჩელოტიმ „ესპანიოლთან“ გამარჯვების შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...
„ამ სეზონში უტიტულოდ დავრჩით, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაფრის მოგება შეგვეძლო. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგას 1/2 ფინალიდან გამოვეთიშეთ, ჩემი მიზანი მომდევნო სეზონში სწორედ ამ ჩემპიონატის მოგება იქნება.“
„ვფიქრობ, მოდრიჩი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ხორვატის ტრავმიანობამ დიდი ზიანი მოგვაყენა. ხამეს როდრიგესმა, ისკომ და ტონი კროოსმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს, მაგრამ ლუკას შეცვლა წარმოუდგენელია, მას სხვა როლი აქვს.“
„კრიშტიანო რონალდუ კვლავაც ლიდერია, მისი და კოლექტივის დამოკიდებულება იდეალურია.“
„ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლდათ. ვიცოდით, რომ ჩემპიონობის შანსი მაქსიმუმ 1% იყო, მაგრამ შეგირდებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც ეკადრებოდათ. მერწმუნეთ, მომდევნო ტურსაც სოლიდურად ჩავატარებთ. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ პირველ ადგილს ვეღარ დავიკავებთ.“
- 18 მაი 2015
- 4 093
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.